ურუგვაიში ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ურუგვაიში ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო


ურუგვაიში ჩემპიონატის ყველა მატჩი გადაიდო

მსაჯებზე თავდასხმის გამო ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი და პირველი დივიზიონების ყველა მატჩი გადადო.

გუშინ, 19 წლამდელთა გუნდების შეხვედრაზე, ქომაგები ორ მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი არბიტრი ქალი იყო.

ფედერაციამ აღშფოთება გამოთქვა მომხდარის გამო და პროტესტის ნიშნად კვირას გასამართი ყველა მატჩი გადადო.

ცნობილია, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები