ბუნდესლიგა: ბაიერმა ფოლანდის დუბლით ჰამბურგი გაანადგურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბუნდესლიგა: ბაიერმა ფოლანდის დუბლით ჰამბურგი გაანადგურა


ბუნდესლიგა: ბაიერმა ფოლანდის დუბლით ჰამბურგი გაანადგურა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურის დასკვნითი თამაშები დღეს გაიმართა.

ლევერკუზენის "ბაიერმა" საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი "ჰამბურგი" მიიღო და წინა ტურში მარცხის შემდეგ საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაცია მოახდინა.

"ფარმაცეპტებმა" შინ 3:0 იმარჯვეს და "ბაი-არენაზე" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს. კევინ ფოლანდმა დუბლის გაფორმება მოახერხა, ხოლო კიდევ ერთი ბურთი გუნდის ახალწვეულმა, ლუკას ალარიომ, გაიტანა.



6 ტურის შემდეგ ჰეიკო ჰერლიხის გუნდმა 7 ქულა დააგროვა და მე-10 პოზიციაზე იმყოფება. "ჰამბურგს" კი კვლავ 6 ქულა აქვს და უკვე მე-15 ადგილამდე დაქვეითდა.

დღეს ბუნდესლიგაში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და "ჰანოვერმა" საკუთარ მოედანზე "კიოლნთან" უგოლო ფრე გააგორა. ბუნდესლიგის ახალწვეულის დაუმარცხებელი სერია გაგრძელდა, ხოლო "კიოლნმა" სეზონში პირველი ქულა აიღო და კვლავ ბოლო ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები