მილანის სპორტულმა დირექტორმა გუნდი მკაცრად გააკრიტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანის სპორტულმა დირექტორმა გუნდი მკაცრად გააკრიტიკა


მილანის სპორტულმა დირექტორმა გუნდი მკაცრად გააკრიტიკა

"მილანის" სპორტული დირექტორი, მარკო ფასონე, "სამპდორიასთან" დღევანდელ მარცხს გამოეხმაურა.

"თავდაჯერებულობა შედეგებიდან გამომდინარეობს. აშკარაა, რომ გუნდი მოედანზე თავს თავდაჯერებულად ვერ გრძნობს. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება.

"სამპდორია" ჩვენი დონის გუნდად არ მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ "მილანი" დაბალი კლასის გუნდებთან არ უნდა აგებდეს. ეს ყოვლად დაუშვებელია!

სირთულეები? ველოდით, რომ სირთულეები იქნებოდა. "მილანში" ბევრი ახალი ფეხბურთელია და იმედი გვაქვს, რომ სეზონის მეორე ნახევარი უფრო მარტივი იქნება", - აღნიშნა ფასონემ.

"როსონერი" სერია ა-ს მეექვსე ტურში სტუმრად "სამპდორიასთან" 0:2 დამარცხდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები