ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება — ტრანსფერი შეიძლება ზამთარში განხორციელდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება — ტრანსფერი შეიძლება ზამთარში განხორციელდეს


ბარსელონა კოუტინიოს არ ეშვება — ტრანსფერი შეიძლება ზამთარში განხორციელდეს
"ლივერპულის" ნახევარმცველი, ფილიპე კოუტინიო კვლავ "ბარსელონას" ინტერესთა სფეროშია მოქცეული, იტყობინება ავტორიტეტული კატალონიური გამოცემა Sport.es.

კატალონიელები 25 წლის ფეხბურთელის ხელში ჩაგდებას უკვე იანვარში ეცდებიან ან ტრანსფერს 2018 წლის ზაფხულამდე გადადებენ.

შეგახსენებთ, ზაფხულში "ბარსელონამ" ჰავბეკის შეძენა სამჯერ სცადა, თუმცა ინგლისურმა კლუბმა სამივე წინადადება უარყო.

მოგვიანებით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ განაცხადა, რომ "ლივერპული" 200 მილიონ ევროს ითხოვდა, როცა მისი გუნდი 100 მილიონზე ნაკლებს ჩამოდიოდა.

მიმდინარე სეზონში კოუტინიომ ინგლისის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები