სპალეტი: "უფრო მეტი ინდივიდუალიზმი გვჭირდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სპალეტი: "უფრო მეტი ინდივიდუალიზმი გვჭირდება"


სპალეტი:
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი, ლუჩიანო სპალეტი, მიიჩნევს, რომ მის გუნდს შეტევაში უფრო მეტი ინდივიდუალური ოსტატობა სჭირდება.

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მე-6 ტურში "ნერაძურიმ" შინ "ჯენოა" მიიღო და მეტოქის დაცვის ხაზის გატეხვა ძალიან გაუჭირდა. მილანელებმა საბოლოოდ 1:0 იმარჯვეს და მეხუთე გამარჯვება მოიპოვეს.

"მეტოქე დაცვაში ძალიან კარგად მოქმედებდა და საჯარიმოდან მარტივად გვაგდებდა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ სტანდარტების საშუალებით მოგვიგებდნენ, მაგრამ ჩვენ ამ ასპექტშიც კარგად ვითამაშეთ და ამით ბედნიერი ვარ.

გამარჯვების გვჯეროდა, მაგრამ შეტევების დამაგვირგვინებელ ფაზაში უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ვფიქრობ, "ინტერს" უფრო მეტი ინდივიდუალური კლასი სჭირდება.

პერიშიჩმა და კანდრევამ მოწინააღმდეგის ერთი-ერთზე მოტყუება იციან, მაგრამ ბურთის უფრო სწრაფად გათამაშებაც შეგვიძლია", - აღნიშნა სპალეტიმ.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლუჩიანო სპალეტი

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები