ნაინგოლანი: "სერია ა ახლა უფრო საინტერესოა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაინგოლანი: "სერია ა ახლა უფრო საინტერესოა"


ნაინგოლანი:

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, რაჟა ნაინგოლანი, მიიჩნევს, რომ იტალიის ეროვნული ჩემპიონატი ახლა უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა წლებში.

"რომას" სეზონის ამ ეტაპზე ზედმეტად ბევრს აკრიტიკებენ? არ ვიცი, ვფიქრობ, ჯერ ამ თემის განხილვა ნაადრევია.

ჩვენ უბრალოდ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და გავაკეთოთ ის, რასაც მთავარი მწვრთნელი გვთხოვს. ამის შემდეგ კი ვნახოთ საბოლოოდ რა პოზიციაზე დავასრულებთ სეზონს.

ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში იტალიის სერია ა უფრო საინტერესოა, ვინაიდან "ინტერი" და "მილანი" გაძლიერდნენ, ამიტომ თამაშები უფრო დაძაბული იქნება", - აღნიშნა ბელგიელმა.

6 ტურის შემდეგ სერია ა-ს "ნაპოლი" და ტურინის "იუვენტუსი" 18-18 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი მილანის "ინტერი" (16) და "ლაციო" (13) მოდიან. "რომა" 12 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება, მაგრამ ერთი მატჩი რეზერვში აქვს.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა რაჟა ნაინგოლანი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები