მატუიდი: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მატუიდი: "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს"


მატუიდი:

30 წლის ჰავბეკმა უკანასკნელი 6 სეზონი "პსჟ"-ში გაატარა და გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო.

"იუვენტუსში" გადაბარგებული ბლეზი მომენტალურად გახდა მასიმილიანო ალეგრის გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი და მიმდინარე სეზონში სერია ა-ს ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ნახევარმცველის თქმით, ახალი გუნდით კმაყოფილია და "ბებერ ქალბატონთან" ერთად ტიტულების მოგებას გეგმავს.

"გასულ წლებში "იუვენტუსთან" მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ტრანსფერი მხოლოდ ამ ზაფხულს შედგა", - აცხადებს მატუიდი Sky Sport Italia-სთან საუბრისას.

"თუმცა, როგორც იძახიან, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლა აქ ვარ, ძალიან ბედნიერი და ვიმედოვნებ "იუვენტუსში" დიდხანს დავრჩები".

"ადაპტაცია კარგად გავიარე, ტურინში ძალიან თბილად მიმიღეს. ყველაფერი საუკეთესოდ განვითარდა და ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ".

"იუვენტუსში" გადმოსვლის გადაწყვეტილების მიზეზი ნათელია: ეს კლუბი მსოფლიო დონისაა, რომლის ანგარიშზეც უამრავი ტიტულია, მომავალში კი შეიძლება კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწიოს", - დასძინა ბლეზმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები