ფერნანდინიო სიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნებული არაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფერნანდინიო სიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნებული არაა


ფერნანდინიო სიტისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაში დარწმუნებული არაა
ბრაზილიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა "ქალაქელებთან" მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება, თუმცა მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ჯერ კიდევ არ შეთანხმებულან.

მიუხედავად იმისა, რომ "სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ფერნანდინიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებითაა დაინტერესებული, ჯერჯერობით ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილებისგან შორსაა.

თავად ბრაზილიელსაც უნდა მანჩესტერულ კლუბში ასპარეზობის გაგრძელება, თუმცა თავის მომავალში დარწმუნებული არ გახლავთ.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვოცნებობ", - აცხადებს ფერნანდინიო BBC-თან ინტერვიუში.

"ამ ეტაპზე, ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არაფერია. ვნახავთ, რაც მოხდება".

"მოდით, დავიცადოთ", - დასძინა ჰავბეკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები