დე ბრუინე სიტისთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დე ბრუინე სიტისთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა


დე ბრუინე სიტისთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა

გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელები დე ბრუინეს წარმომადგენელს, პატრიკ დე კოსტერს დაუკავშირდნენ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სატრანსფერო ფანრჯის დასრულების შემდეგ მოლაპარაკებებს დაიწყებდნენ, რათა ახალი, შედარებით ხანგრძლივი ხელშეკრულება გააფორმონ.

ბელგიელს ამჟამინდელი, მოქმედი კონტრაქტის ვადა ოთხ წელიწადში ეწურება, თუმცა "სიტის" შესანიშნავი თამაშის გამო ფეხბურთელის დასაჩუქრება უნდა.

"ვფიქრობ, ძალიან მალე გავახანგრძლივებ", - ციტირებს დე ბრუინეს სიტყვებს FFT.

"სიჩქარე არ ღირს. ოთხწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული. ახალს მოვაწერ ხელს - ოთხ, ხუთ ან ექვსწლიანს. პირობები დიდად არ შეიცვლება, თუმცა სასიამოვნოა, რომ კლუბი მენდობა".

ცნობისთვის, ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები