მურთაზ კაკაბაძე: გუნდში საბრძოლო განწყობაა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მურთაზ კაკაბაძე: გუნდში საბრძოლო განწყობაა


მურთაზ კაკაბაძე: გუნდში საბრძოლო განწყობაა
რუმინელებთან მატჩის წინ საქართველოს ფუტსალის ნაკრებში საბრძოლო განწყობაა. ფეხბურთელები მაქსიმალურად იხარჯებიან, რომ მათთვის მნიშვნელოვანი შეხვედრა სათავისოდ დაასრულონ.

_ საბრძოლო განწყობაა გუნდში, ყველამ ვიცით რაოდენ მნიშვნელოვანი თამაშია. რუმინეთის ნაკრები გამოცდილი გუნდია, დიდი ხანია ერთად თამაშობენ. თუმცა, შევეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოდ და მოვხვდეთ 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. რუმინელებთან მოდუნება არ შეიძლება _ პირველ მატჩი ერთწუთიან მონაკვეთში 2 გოლი გაგვიტანეს. აქვთ დამუშავებული კომბინაციები, მაგრამ ჩვენ გავარჩიეთ პირველი თამაში, გავაანალიზეთ და მაქსიმალურად ვეცდებით აღმოვფხვრათ ის შეცდომები, რაც რუმინეთში გვქონდა, _ გვითხრა ნაკრების წევრმა მურთაზ კაკაბაძემ.

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები