ნაჩო: "დროა ნავსი გავტეხოთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაჩო: "დროა ნავსი გავტეხოთ"


ნაჩო:

მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა ნაჩო ფერნანდესმა "დორტმუნდთან" შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 22:45 საათზე "სიგნალ იდუნა პარკზე" გერმანული გუნდი "სამეფო კლუბს" მასპინძლობს.

"დორტმუნდთან" სტუმრად არასდროს არ მოგვიგია შეხვედრა და გვსურს, რომ ნავსი გავტეხოთ და შინ 3 ქულით დავბრუნდეთ.

გუნდი კარგ განწყობაზეა და მოუთმენლად ველით შეხვედრის დაწყებას, რადგან კარგი თამაში ვაჩვენოთ.

"რეალმა" თავის სტილს არ უნდა უღალატოს. ვითამაშოთ, როგორც ერთიანმა გუნდმა, ვიმოძრაოთ მოედანზე მეტოქეზე მეტად და ჩვენ გვყავს შემტევი ხაზი, რომელსაც საკმაოდ დიდი ზიანის მიყენება შეუძლია მეტოქისთვის", - განაცხადა ნაჩომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები