სარი: "ფეინოორდი პრობლემებს შეგვიქმნის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

სარი: "ფეინოორდი პრობლემებს შეგვიქმნის"


სარი:

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი, მაურიციო სარი, დარწმუნებულია, რომ "ფეინოორდი" მის გუნდს პრობლემებს შეუქმნის.

"მილიკს ძალიან არ უმართლებს. ის ფორმის პიკში შედიოდა და კვლავ დაიმტვრა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძალიან ვხალისობ, როდესაც "აიაქსს" ყველა სერიოზულ მეტოქედ აღიქვამს, ხოლო "ფეინოორდს" - არა.

ვფიქრობ, "ფეინოორდის" შემადგენლობაში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებიც მომავალში მთელი ევროპის მასშტაბით გაითქვამენ სახელს.

ველი, რომ ეს კლუბი პრობლემებს შეგვიქმნის. იმედი მაქვს, გულშემატკივრები კარგი მატჩის ჩატარებაში დაგვეხმარებიან", - აღნიშნა სარიმ.

ნეაპოლური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ფეინოორდს" საკუთარ მოედანზე დღეს საღამოს მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი მაურიციო სარი ფეინოორდი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები