ვერნერი ბეშიქთაშის ქომაგების ხმაურის გამო ცუდად გახდა და მოედანი დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერნერი ბეშიქთაშის ქომაგების ხმაურის გამო ცუდად გახდა და მოედანი დატოვა


ვერნერი ბეშიქთაშის ქომაგების ხმაურის გამო ცუდად გახდა და მოედანი დატოვა

"ლაიფციგის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა, "ბეშიქთაშის" სტადიონზე არსებულ არანორმალურ ატმოსფეროს ვერ გაუძლო.

"ხარების" 21 წლის გერმანელი შემტევი შეუძლოდ გახდა და უკვე მატჩის 32-ე წუთზე შეცვლა მოითხოვა. მან მინდორი ყურებზე ხელაფარებულმა დატოვა.

როგორც გაირკვა, ვერნერმა თურქი ქომაგების ხმაურმა იმდენად შეაწუხა, რომ მას თავბრუ დაეხვა და ცუდად გახდა. თამაშის წინ ტიმომ ყურში სპეციალური საცობები გაიკეთა, მაგრამ ამან ვერ უშველა.

გუშინდელი მატჩის შემდეგ "ლაიფციგის" მთავარმა მწვრთნელმა, რალფ ჰაზენჰიუტლმაც, აღნიშნა, რომ სტამბოლში არანორმალური ატმოსფერო იყო, რისთვისაც მისი გუნდი მზად არ აღმოჩნდა.

გერმანული კლუბი "ბეშიქთაშ პარკზე" 0:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.
ასევე იხილეთ თემაზე:
ტიმო ვერნერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები