გერმანიაში გენერალური დირექტორი ნაცისტური გამონათქვამის გამო კლუბიდან გააგდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გერმანიაში გენერალური დირექტორი ნაცისტური გამონათქვამის გამო კლუბიდან გააგდეს


გერმანიაში გენერალური დირექტორი ნაცისტური გამონათქვამის გამო კლუბიდან გააგდეს

გერმანული საფეხბურთო კლუბი "ტეუტონიას" ხელმძღვანელობამ გენერალური დირექტორი ნაცისტური გამონათქვამის გამო გაათავისუფლა.

"Deutsche Welle" იტყობინება, რომ 70 წლის გერმანელმა სპეციალისტმა, ბერტ ემმა, საკუთარი თანამდებობა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე წარმოთქმული სიტყვების გამო დატოვა.

ბერტ ემმა ჟურნალისტებთან საუბარი "Sieg Heil1" გამონათქვამით დაასრულა. ამ შეძახილს ნაცისტურ გერმანიაში მისალმების დროს იყენებდნენ და ეს ფორმა დღესდღეობით არსებულ ნაცისტურ დაჯგუფებებშიც შემორჩა.

გერმანიის რანგით მეხუთე დივიზონის კლუბმა საჯაროდ განაცხადა, რომ რასისტულ, ფაშისტურ და ნაციონალისტურ მიდგომებს ყოვლად ეწინააღმდეგება, ამიტომაც ემი გენერალური დირექტორის პოსტიდან მოხსნა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები