ინტერი იოზილით არ ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი იოზილით არ ინტერესდება


ინტერი იოზილით არ ინტერესდება

ლონდონის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველი, მესუტ იოზილი, მილანის "ინტერის" სამიზნე არ არის.

28 წლის გერმანელმა გადაწყვიტა, რომ ინგლისურ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი, რომელიც გაისად იწურება, არ გაახანგრძლივოს და კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისით "ნერაძური" დაინტერესდა, მაგრამ იტალიური პრესა იტყობინება, რომ ეს სიცრუეა და მილანური გრანდი მესუტს არ აკვირდება.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერიტრანსფერები მესუტ იოზილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები