საბურთალომ ბურსა დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

საბურთალომ ბურსა დაამარცხა


საბურთალომ ბურსა დაამარცხა

საბურთალოს მეორე გუნდმა ქალაქ ბურსაში უეფას ახალგაზრდული ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გამართა თურქულ ბურსასპორთან და შინ ხალისიანად ბრუნდება.

რევაზ გოცირიძის შეგირდებმა 1:0 მოიგეს. მატჩის ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე ივანიძის პასით კაპანაძემ შეაგდო.

საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას საბურთალოს ახალგაზრდული გუნდი 18 ოქტომბერს შინ გამართავს. თურქული კლუბის ძლევის შემთხვევაში კი, მეორე წრეში ბორდაკსა და მაკაბი ჰაიფას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მეორე წრის მატჩები კი 1-22 ნოემბერს გაიმართება. ორივე ეტაპის დაძლევის შემთხვევაში კი გუნდები უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეიოფში ითამაშებენ, რომელიც 2018 წლის 6-7 თებერვალს დაიწყება.

ბურსა-საბურთალო 0:1
ბურსა. ტიმშან არენა
0:1 კაპანაძე (26)

ბურსა: დადაკდენიზი, კაპაჩაკი, გონულო, ოზკანი, შევინჩი, კარა (ტუნკაი 65), კარაკა (იასაკი 46), კეკსინი, კაია, აკგონული (აკუში 87), ილმაზი

საბურთალო: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი (მატოზაშვილი 82), ჩოთალიშვილი, ფურცელაძე, კაპანაძე, ივანიაძე (ბუიღლიშვილი 69), გულიაშვილი (ჯავახიშვილი 71), კოხრეიძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები