ანჩელოტი: "სწრაფმა გოლმა ჩვენი ტაქტიკა არია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი: "სწრაფმა გოლმა ჩვენი ტაქტიკა არია"


ანჩელოტი:

"პსჟ"-სთან 3:0 მარცხის შემდეგ, კომენტარი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"ის, ვინც ბაიერნს აკრიტიკებს, ვეტყვი, რომ ტრავმირებული ფეხბურთელებიდან გამომდინარე, ეს იყო იდეალური შემადგენლობა, რისი დაყენებას შეიძლებოდა.

შესაბამისად, ამ შემადგენლობით მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველაზე მთავარი კი პირველივე წუთებზე გაშვებული გოლი იყო.

ამ გოლმა მთლიანად არია ჩვენი გეგმები და ტაქტიკა. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ და ბურთი უფრო დიდხანს გვეჭირა.

არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ კონტრ-შეტევებზე გვეთამაშა. პსჟ კი ამ კომპონენტში კარგად გაისარჯა.

რაც შეეხება მეკარის პოზიციას, ჩვენმა მეორე კიპერმა რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. ის დამნაშავე ნაკლებადაა", - აცხადებს ანჩელოტი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები