პსჟ მზადაა სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ევრო გადაიხადოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ მზადაა სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ევრო გადაიხადოს


პსჟ მზადაა სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ევრო გადაიხადოს

"პსჟ" მზადაა "არსენალს" ნახევარმცველ ალექსის სანჩესის სანაცვლოდ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე 10 მილიონი ევრო შესთავაზოს, იუწყება emol.com.

პარიზელები 28 წლის ჩილელის შეძენის შესაძლებლობას ჯერ კიდევ იქამდე განიხილავდნენ, სანამ "ბარსელონადან" თავდამსხმელ ნეიმარს დაიმატებდნენ.

თავად სანჩესს ზაფხულში "მანჩესტერ სიტიში" გადასვლა უნდოდა, თუმცა ტრანსფერი ჩაიშალა. "ქალაქელებიც" გეგმავენ ჩილეს ეროვნული ნაკრების ლიდერის ხელში ჩაგდებას.

ცნობისთვის, სანჩესს "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტის ავდა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები