ზიულე: "თავიდანვე ფატალური შეცდომა დავუშვით" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიულე: "თავიდანვე ფატალური შეცდომა დავუშვით"


ზიულე:

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ნიკოლას ზიულემ, "პსჟ-სთან" გუშინდელი მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერს" სწრაფი გოლი არ უნდა გაეშვა.

"ამ კვირაში ვარჯიშებზე კარგად ვიმუშავეთ, კარგად მოვემზადეთ და ამბიციური გეგმები გვქონდა. როდესაც ტოპ-გუნდის წინააღმდეგ, რომელიც შინ ფანტასტიკური ატმოსფეროს ფონზე თამაშობს, სწრაფ გოლს უშვებ, მაშინ აუცილებლად უნდა გასცე პასუხი და ვფიქრობ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ კიდეც.

პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, მაგრამ საბოლოო დარტყმა ვერ განვახორციელეთ. ვიცით, რომ "პარი სენ ჟერმენი" დიდებული გუნდია, მაგრამ პირველი ბურთი ასე მალე არ უნდა გაგვეშვა.

"ბაიერნმა" პირველივე წუთებში ფატალური შეცდომა დაუშვა, ამის შემდეგ კი ძალიან რთული იყო", - განაცხადა 21 წლის გერმანელმა.

მიუნხენელები პარიზში 0:3 დამარცხდნენ და პირველი გოლი უკვე მატჩის მე-2 წუთზე გაუშვეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ნიკოლას ზიულე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები