ლინეკერი: "მბაპე მომავალი სუპერვარსკვლავია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლინეკერი: "მბაპე მომავალი სუპერვარსკვლავია"


ლინეკერი:
ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ლეგენდარული გარი ლინეკერი, მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ფეხბურთის მომავალი სუპერვარსკვლავია.

"მბაპე მომავალი სუპერვარსკვლავია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს! ის არანორმალურად კარგია", - მოკლედ აღნიშნა ლინეკერმა, რომელიც ახლა ტელეწამყვანია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "პსჟ-მ" შინ მიუნხენის "ბაიერნი" 3:0 დაამარცხა, მბაპე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ორ საგოლე კომბინაციაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.

18 წლის უნიჭიერესი ფრანგი თავდამსხმელი ამ ზაფხულს "მონაკოდან" "პარი სენ ჟერმენში" გადავიდა და ახალ გუნდს შესანიშნავად მოერგო. პარიზელთა რიგებში ჩატარებულ 5 თამაშში მბაპემ 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ გარი ლინეკერი კილიან მბაპე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები