რობენი: "ასეთი მარცხის მიღება ყოველთვის რთულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რობენი: "ასეთი მარცხის მიღება ყოველთვის რთულია"


რობენი:

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ვინგერი, არიენ რობენი, აცხადებს, რომ პარიზში განცდილი მარცხი მისი გუნდისთვის მტკივნეულია.

"მეტოქის ძლიერი კონტრშეტევების შესახებ თამაშამდეც ვიცოდით, მაგრამ ზედმეტად წინ წავედით და მეტოქეს თავისუფალი სივრცეები დავუტოვეთ.

"პსჟ-ს" წინააღმდეგ თავის დაცვა ძალიან, ძალიან რთულია. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე 0:3 მარცხდები, ასეთი წაგების მიღება ყოველთვის ძალიან რთულია", - განაცხადა 33 წლის ჰოლანდიელმა.

"რეკორდმაისტერმა" "პარი სენ ჟერმენთან" 0:3 წააგო და პარიზელები სამი ქულით წინ გაუშვა. "ბაიერნს" პირველ ტურში მოპოვებული სამი ქულა დარჩა და ჯგუფში მეორე პოზიციაზეა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი არიენ რობენი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები