ნეიმარმა კავანისთან კონფლიქტზე განცხადება გააკეთა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარმა კავანისთან კონფლიქტზე განცხადება გააკეთა


ნეიმარმა კავანისთან კონფლიქტზე განცხადება გააკეთა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ნეიმარმა თანაგუნდელ ედინსონ კავანისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, პარიზელთა ფეხბურთელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის ეგიდით "ლიონთან" (2:0) გამართული მატჩის შემდეგ კინაღამ იჩხუბეს.

ზემოთაღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელი იმ ფაქტმა აღაშფოთა, რომ კავანიმ პენალტის დარტყმის უფლება არ მისცა, თავად კი თერთმეტმეტრიანის გამოყენება ვერ მოახერხა.

ფრანგულ პრესაში იწერებოდა, რომ თავდამსხმელებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობაა.

"ჟურნალისტები ძალიან ბევრ რამეს იგონებენ", - ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Mundo Deportivo.

"ძალიან აჭარბებენ, როცა ისეთ რაღაცებზე საუბრობენ, რაც არ იციან და ცდილობენ ჩვენი გასადელი მართონ, რათა დაწერონ იმაზე, რაც არ არსებობს".

"პენალტები? ყველაფერი გადავწყვიტეთ, მაგრამ ეს გუნდის შიგნით რჩება", - დაამატა ბრაზილიელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები