პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
თარიღი: სექტემბერი 28, 2017, 19:15
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ოქტომბრის თამაშებისთვის მოთამაშეები გამოიძახა.
ევროპის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნით მატჩებს გამართავენ. 7 ოქტომბერს პორტუგალია სტუმრად ანდორას შეხვდება, ხოლო 3 დღეში ჯგუფის ლიდერ შვეიცარიის ნაკრებს მიიღებს და სწორედ ეს შეხვედრა იქნება გადამწყვეტი.
მეკარეები: რუი პატრისიო, ბეტუ (ორივე "სპორტინგი"), ენტონი ლოპეში ("ლიონი").
მცველები: ნელსონ სემედუ ("ბარსელონა"), სედრიკ სოარეში ("საუთჰემპტონი"), პეპე ("ბეშიქთაში"), ბრუნო ალვეში ("რეინჯერსი"), ჟოზე ფონტე ("ვესტ ჰემი"), ლუიშ ნეტუ ("ფენერბაჰჩე"), ელიზეუ ("ბენფიკა"), ანტუნეში ("ხეტაფე").
ნახევარმცველები: დანილო ფერეირა ("პორტუ"), ვილიამ კარვალიო ("სპორტინგი"), ჟოაო მოუტინიო ("მონაკო"), ანდრე გომეში ("ბარსელონა"), ჟოაო მარიო ("ინტერი"), რენატუ სანჩეში ("სუონსი"), ბრუნო ფერნანდეში ("სპორტინგი").
თავდამსხმელები: ჟელსონ მარტინსი ("სპორტინგი"), რიკარდო კვარეჟმა ("ბეშიქთაში"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), ედერი ("ლოკომოტივი"), ანდრე სილვა ("მილანი"), ბერნარდუ სილვა ("მანჩესტე სიტი"), გონსალო გედეში ("ვალენსია").
8 ტურის შემდეგ პორტუგალიას B ჯგუფში 21 ქულა აქვს და შვეიცარიის ეროვნულ გუნდს 3 ქულით ჩამორჩება. შვეიცარიელებმა "სელესაო" შინ 2:0 დაამარცხეს.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE