ვერდერს იუნუზოვიჩი დაუბრუნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვერდერს იუნუზოვიჩი დაუბრუნდა


ვერდერს იუნუზოვიჩი დაუბრუნდა

ბრემენის "ვერდერის" კაპიტანი და ცენტრალური ნახევარმცველი, ზლატკო იუნუზოვიჩი, შესაძლოა გუნდს ამ უქმეებზე დაუბრუნდეს.

29 წლის ავსტრიელმა მუხლის სერიოზული ტრავმის გამო სეზონის სტარტი გამოტოვა, მაგრამ ვარჯიშები ამ კვირას აღადგინა და შესაძლოა შაბათს "ჰამბურგის" წინააღმდეგ ითამაშოს.

ბრემენული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდრ ნურიმ, აღნიშნა, რომ იუნუზოვიჩი ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს და "ჰამბურგთან" მატჩში განაცხადში იქნება.

ზლატკო იუნუზოვიჩი "ვერდერის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს და ბოლო წლებში გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ვერდერი ზლატკო იუნუზოვიჩი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები