ტორესი: "ძალიან ცუდია, რომ დიეგო კოშტა ატლეტიკოში იანვრამდე ვერ ითამაშებს"
თარიღი: სექტემბერი 29, 2017, 02:12
მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი თავისი თანამემამულის, დიეგო კოშტას დაბრუნებას გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, კოშტა "ატლეტიკოში" ოფიციალურად გადავიდა, თუმცა სატრანსფერო ბანის გამო, იანვრამდე ვერ ითამაშებს.
"მოხარული ვარ, რომ დიეგო კოშტა დაბრუნდა და ის ჩვენთან ითამაშებს. ყველა მოთამაშეს, რომელიც ატლეტიკოში მოვა, დადებითად შევხვდებით.
თუმცა ძალიან ცუდია, რომ, კოშტა ატლეტიკოში იანვრამდე ვერ ითამაშებს, რადგან ამ დროის მანძილზე ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის", - აცხადებს ტორესი.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE