რამდენი გამოიმუშავა არსენალმა ამ წელს? - რეკორდული მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რამდენი გამოიმუშავა არსენალმა ამ წელს? - რეკორდული მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში


რამდენი გამოიმუშავა არსენალმა ამ წელს? - რეკორდული მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში

"არსენალმა" ფინანსური წელი შეაჯამა, რომელიც 31 მაისს დასრულდა და შედეგები ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა.

2016 წელთან შედარებით, კლუბის შემოსავალი 70 მილიონი ფუნტით გაიზარდა და 422,8 მილიონს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი კლუბის ისტორიაში რეკორდულია. გადასახადების გადახდის შემდეგ მოგება 2,9 მილიონიდან 44,6 მილიონამდე გაიზარდა.

სატელევიზიო კონტრაქტით "მეთოფეებმა" 48 მილიონი ფუნტი გამოიმუშავეს. შეგახსენებთ, აღნიშნული კონტრაქტი ძალაში გასული სეზონიდან შევიდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები