ლამი: "ბაიერნის მენეჯმენტში რაღაცას აუცილებლად შევცვლიდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლამი: "ბაიერნის მენეჯმენტში რაღაცას აუცილებლად შევცვლიდი"


ლამი:

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა კაპიტანმა, ფილიპ ლამმა, რომელმაც საფეხბურთო კარიერა გასულ ზაფხულს დაასრულა, კლუბში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობაში ყველაფერი იდეალურად არ არის.

"არ არსებობს სფერო, რომელიც უფრო უკეთ მესმის, ვიდრე ფეხბურთი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ საკითხში სავსებით კომპეტენტური გახლავართ.

რუმენიგე და ული ჰიონესი "ბაიერნის" მაისურით თავის დროზე უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ. შემდეგ კი ამ კლუბისათვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს და მათგან, საფეხბურთო თვალსაზრისით, მეც ბევრი რამ ვისწავლე.

თუმცა კლუბის მენეჯმენტში აუცილებლად შევცვლიდი რაიმეს. ჰიონესთან მუშაობის გამოცდილება მაქვს და ვიცი როგორ მართავს იგი ბიზნესს, მოლაპარაკებებს და ბევრი რამ მასში ძალიან მომეწონა, თუმცა ულის კარგ მასწავლებლად ვერ აღვიქვამ", - განაცხადა ფილიპ ლამმა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ფილიპ ლამი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები