ანჩელოტი შესაძლოა შოლმა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ანჩელოტი შესაძლოა შოლმა შეცვალოს


ანჩელოტი შესაძლოა შოლმა შეცვალოს

მიუნხენის "ბაიერნის" აწყოფილი მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, შესაძლოა კლუბის ლეგენდამ - მეჰმეტ შოლმა შეცვალოს.

ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ 46 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტის, ული ჰიონესის, ფავორიტია.

შოლი გერმანული გრანდის ცოცხალი ლეგენდაა, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას 15 წელი (1992-2007) იცავდა და "რეკორდმაისტერს" შიგნიდანაც კარგად იცნობს.

2008-09 წლებში შოლის სამწვრთნელო კარიერა "ბაიერნის" 13 წლამდელთა გუნდში დაიწყო, 2010 წელს კი უკვე "რეკორდმაისტერის" მეორე გუნდი ჩაიბარა, რომელშიც ნორმალური შედეგები ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები