დინამომ გაუთვალისწინებელი ქულეი დაკარგა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დინამომ გაუთვალისწინებელი ქულეი დაკარგა


დინამომ გაუთვალისწინებელი ქულეი დაკარგა

გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. საჩემპიონოდ მომართულმა დედაქალაქელებმა აუტსაიდერ კოლხეთთან წაიფორხილეს.

კახი კაჭარავამ თბილისელთა შემადგენლობაში ცვლილება შეიტანა _ შეტევის მარცხენა ფრთაზე ახალგაზრდა ზურაბ დავითაშვილი გაამწესა, რომელსაც პირველი გუნდში დებიუტი ჰქონდა.

მატჩი დაბალ ტემპში დაიწყო. რეალური საგოლე მომენტი დინამომ მატჩის 27-ე წუთზე შექმნა. ოთარ კიტეიშვილის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს აკაკი შულაია თავით უცვლიდა მიმართულებას, მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა. დამატებაზე ისევ შულაიამ იაქტიურა, თუმცა არაზუსტად დაარტყა.

37-ე წუთზე კი, დინამოელებმა 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენეს _ დავითაშვილის წაქცევისთვისთვის პენალტი დაინიშნა, ბექა მიქელთაძემ კი 11 მეტრიდან კოკა სეფიაშვილს ვერ აჯობა. ტაიმის ბოლოსკენ სეფიაშვილმა კიდევ ერთხელ ითამაშა კარგად, როდესაც მიქელთაძის ძლიერად დარტყმული მოიგერია.

მეორე ტაიმიც სტუმართა აქტიურობით განახლდა. მიქელთაძე და კიტეიშვილი ამწვავებდნენ თამაშს, მაგრამ პირველ შემთხვევაში დარტყმამ არ ივარგა, მეორედ კი მეკარემ ითამაშა ზუსტად. 72-ე წუთზე თბილისელებმა სახიფათო შეტევა წამოიწყეს, დავითაშვილმა კარგად გაატარა ბურთი, დასწრებაზე ლაშა თოთაძემ ითამაშა, მისი ძლიერად დარტყმული ოდნავ აცდა კარს.

მატჩის 81-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში. იგორ ბროვკომ ნუკრი რევიშვილს აუღებელი დაურტყა. 2 წუთში დინამომ თანაფარდობა აღადგინა. კვარაცხელია შეიჭრა საჯარიმოში და ზუსტი გადაცემით ბექა ქავთარაძე იპოვა, რომელმაც დინამოს ფორმით სადებიუტო გოლი გაიტანა. ბოლო წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა _ 1:1.

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:1
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
1:0 ბროვკო (81), 1:1 ქავთარაძე (83)

კოლხეთი: სეფიაშვილი, ნონდი, კერძევაძე (ბროვკო 42), კაკულია, დერემჩინსკი, ჯანელიძე (შალიკაშვილი 75), ჟიშკარიანი, მაჩარია, ბოლქვაძე, ვ.კილასონია, ბუხაიძე

დინამო: რევიშვილი, თოთაძე, კობოური, სალუქვაძე, გეგეჭკორი, ქარდავა, ზარია, შულაია (კვარაცხელია 61), კიტეიშვილი, დავითაშვილი (ქავთარაძე 72), მიქელთაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები