ვარსკვლავთცვენა ბორჯომისთვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ვარსკვლავთცვენა ბორჯომისთვის


ვარსკვლავთცვენა ბორჯომისთვის

თბილისში, დინამო არენაზე კიდევ ერთხელ სერიოზულმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. ამ ვარსკვლავების უმეტესობას თბილისში ადრეც უთამაშია. იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც „დინამო არენაზე“ „დებიუტი“ ჰქონდათ.

საქველმოქმედო მატჩის, სახელწოდებით „მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“, ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ასაკი, წონა ჭარბად იყო, შენელებული ფეხბურთი, მაგრამ კლასიანი... ზვონიმირ ბობანი იმდენად კარგად თამაშობდა, მალევე გამოცვალეს, მიჩელს სალგადო პატარა ბიჭივით დარბოდა ფლანგზე, იუბილარ ანდრეი შევჩენკოს ხან თანამსაჯმა არ გაატანია, ხან _ სებასტიან ფრეიმ და ორივეს „აგინა“, ბოლოს მაინც გაიტანა, შევჩენკოსეულად, მკერდით მიიღო და ძირს დაუშველად დაჰკრა, საერთოდ, სებასტიანმა იფრინა და ისეთი ბურთები აიღო, ბევრი მოქმედი მეკარე მოაწერდა ხელს, კაფუმ ბრაზილიურად მაინც „ახოხა“ ფრეი, ლუკა ტონიმ საგოლე ალღო არც სიბერეში დაკარგა _ ფეხით, თავით, ყველანაირად შეაგდო, ხავიერ ძანეტის კიდე ინტერში ეგონა თავი, რივალდო და ტოტი ცარიელი კლასი იყო მოედანზე... ტოტიმ საერთოდ ისეთი შეაგდო, ფეხბურთელებისას რომ იცოდა _ შორიდან დააქუხა, იაშვილ-დემეტრაძემაც გაუტანეს ვარსკვლავებს,

შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ყველა მოსაგებად იყო მოედანზე, ბოლოს მსოფლიოს ვარკვლავურმა გუნდმა 6:5 მოიგო.

ვარსკვლავური შემადგენლობები კი ასეთი იყო:

სფფ 11: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი; ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახა ცხადაძე, ზვონიმირ ბობანი, დემეტრეო ალბერტინი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი, ანდრეი შევჩენკო

მსოფლიო 11: სებატიან ფრეი, დიდა; პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენტ კანდელა, დარიო სიმიჩი, პიეტრო ვერხოვოდი, ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო, ხავიერ ძანეტი, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე, რივალდო, ლუკა ტონი, მარკო დელვეკიო, ფრანჩესკო ტოტი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები