მილიკი შესაძლოა იანვარში დაბრუნდეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილიკი შესაძლოა იანვარში დაბრუნდეს


მილიკი შესაძლოა იანვარში დაბრუნდეს

"ნაპოლის" სამედიცინო შტაბის მთავარმა ექიმმა, ალფონსო დე ნიკოლამ, არკადიუშ მილიკის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

"მილიკმა კიდევ ერთხელ გაგვაოცა - მან ოპერაციიდან რამდენიმე საათში მუხლის გამოძრავება მოახერხა და ფეხზეც კი დადგა.

მან გვითხრა, რომ ეს სიტუაცია უკვე გამოვლილი აქვს, ამიტომ თავს უფრო კარგად გრძნობს. არ ვიცი მისი გამოჯანმრთელების ზუსტი ვადები, მაგრამ თ ასე გააგრძელებს, მაშინ იანვარში დაბრუნდება", - აღნიშნა დე ნიკოლამ.

23 წლის პოლონელმა თავდამსხმელმა მუხლის ჯვარედინა იოგები გაიწყვიტა და პირველადი ინფორმაციით 6 თვის გამოტოვება მოუწევს. მილიკმა ასეთი დაზიანება გასულ სეზონშიც მიიღო და მაშინ 4 თვე გამოტოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ნაპოლი არკადიუშ მილიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები