დიბალა: "ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დიბალა: "ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"


დიბალა:

ტურინის "იუვენტუსის" შემტევმა ნახევარმცველმა, პაულო დიბალამ, განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ოცნებობს.

"ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა და ახლა მხოლოდ ამ აზრით ვარ შეპყრობილი.

ჩვენი მიზანია, რომ კიევამდე მივიდეთ და დავასრულოთ საქმე, რომელიც გასულ სეზონში დავიწყეთ.

"იუვეს" ათნომრიან მაისურს უდიდესი სიხარულითა და პატივით ვატარებ. ეს არის ნომერი, რომელიც ძლიერ მოთამაშეებს აქვთ. ეს ჩემთვის მშვენიერი ფაქტია", - აღნიშნა არგენტინელმა, რომელიც ახლა ფანტასტიკურ ფორმაშია.

ტურინული გრანდი ბოლო 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გავიდა, მაგრამ ჯერ "ბარსელონასთან" (1:3 2015 წელს) და შემდეგ მადრიდის "რეალთან" (1:4 2017 წელს) დამარცხდა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები