მოურინიო: "იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამდე ლუკაკუ ითამაშებს"
თარიღი: სექტემბერი 30, 2017, 14:21
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ თავდამსხმელ რომელუ ლუკაკუს ვერ დაასვენებს.
პორტუგალიელის თქმით, ეს მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებამდე შეუძლებელია.
"იბრაჰიმოვიჩის გარეშე იძულებულები ვართ რეგულარულად ლუკაკუ გამოვიყენოთ", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal.com.
"მარკუს რეშფორდს სხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ზლატანის გამოჩენამდე რომელუს ვერ დავასვენებთ".
"ბელგიის ნაკრები? ეს რობერტო მარტინესის პასუხისმგებლობაა. ლუკაკუს თაობაზე გადაწყვეტილებას იგი იღებს. ვერაფერს ვურჩევ", - დასძინა ჟოზემ.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE