ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს მოუგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს მოუგო


ლოკომოტივმა ბათუმის დინამოს მოუგო

მარტივად მოიგო ლოკომოტივმა და სატურნირო ცხრილში მედლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. რკინიგზელებმა 10 წუთში მოუმთავრეს საქმეს ზღვისპირელებს.

მატჩის დაწყებიდან წამზომის ისარს ერთი წრეც არ ჰქონდა გაკეთებული, როდესაც ირაკლი სიხარულიძემ საჯარიმოს გარდან უძლიერესი დარტყმით შესანიშნავი გოლი გაიტანა და ანგარიში გახსნა.

მე-10 წუთზე კი ზღვისპირელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა _ კუთხურის შემდეგ მცველები შეცდნენ და მამუკა კობახიძემ მარტივად შეაგდო.

გიორგი დევდარიანის გუნდი ჩინებულად თამაშობდა, მატჩს აკონტროლებდა, მათი შეტევები მწვავე იყო და კიდევ ერთი გოლი 37-ე წუთზე გავიდა, როდესაც ქავთარაძე-სიხარულიძე-დიასამიძის მშვენიერი კომბინაციის დროს ბათუმელები სტატისტის როლში დარჩნენ.

მეორე ტაიმში დინამო უფრო ფლობდა ბურთს და რამდენიმე სახიფათო შეტევაც ჰქონდათ, მაგრამ გოლად გარდასახვა არ ეწერა. თავის მხრივ ლოკომოტიველთა კონტრშეტევები უფრო მწვავე იყო და გოლის გატანა კიდევ მართებდათ.

საბოლოოდ, ლოკომ 3:0 იმარჯვა და სამტრედიასთან სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა.

ლოკომოტივი-დინამო (ბთ)
თბილისი. მიხეილ მესხი 2
1:0 სიხარულიძე (1), 2:0 კობახიძე (10), 3:0 დიასამიძე (37)

ლოკომოტივი: რ.თევდორაძე, სიხარულიძე (ზარანდია 46), ნ.ქავთარაძე, დიასამიძე, გვალია, ღონღაძე, გოროზია (ქურდაძე 69), კობახიძე, რეხვიაშვილი, უბილავა, სამურკასოვი (ჭანტურია 62)

დინამო: ტიმოფეევი, ფარტენაძე, გ.ქავთარაძე (ვ.თევდორაძე 67), შონია, ჩოგაძე (კვანტალიანი 56), ე.გრიგალაშვილი, ტვილდიანი, მგელაძე, არზიანი, კვასოვი (ფლამარიონი 75), მარცვალაძე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები