ზიდანმა ბეილის საქართველოსთან თამაშზე ისაუბრა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ზიდანმა ბეილის საქართველოსთან თამაშზე ისაუბრა


ზიდანმა ბეილის საქართველოსთან თამაშზე ისაუბრა

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის ტრავმაზე ისაუბრა და მის სანაკრებო თამაშებსაც შეეხო.

6 ოქტომბერს, უელსის ნაკრები საქართველოში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უპირისპირდება.

მანამდე კი გუნდის ლიდერმა, გარეტ ბეილმა ტრავმა მიიღო. გაცნობებთ, რომ გარეტმა დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა.

"დიახ, ბეილმა დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. მისი "ესპანიოლთან" თამაშის ბედი საბოლოოდ ხვალ გადაწყდება.

დავამატებ, რომ როდესაც მოთამაშე რისკის ქვეშ არის, ყოველთვის მირჩევნია, რომ დავასვენო.

შემდეგ კვირას, მას ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებენ, თუმცა არამგონია უელსის წარმომადგენლებსა და "რეალს" შორის ამ ფაქტის გამო, რაიმე უთანხმოება მოხდეს", - განაცხადა ზიდანმა და იგულისხმა, რომ თუ ფეხბურთელი ფორმაში არ იქნება, უელსის ნაკრებში არ გაუშვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები