ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია


ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია

"საიდან დავიწყო? მინდა გიამბოთ, თუ როგორ შეცვალა ბაბუაჩემმა ჩემი ცხოვრება. ვისაუბრო რონალდოს, ნარინჯისფერი ვოლკსვაგენისა და თვითმფრინავიდან "გადმოკიდებული" რომარიოს შესახებ.

პირველი რაც მახსენდება, ჩემი საზაფხულო არდადეგებია. 6 წლის ვიყავი, როცა ბოტაფოგოს პლიაჟზე დილით ადრე, 7:30 საათზე ვვარჯიშობდი. ბოტაფოგო რიოშია - საიდანაც საუკეთესოები მოდიან. (იცინის)

სანაპიროზე ფუტსალის მოედანი იყო. იქვე ახლოს, ყოველთვის დაინახავდით ადამიანს, რომელიც მანქანების პარკირების სანაცვლოდ ყოველთვის ერთსა და იმავეს გაიძახოდა: "ერთი დოლარი, ერთი დოლარი"

ბოტაფოგო ჩემს მეხსიერებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ხშირად ხდებოდა, როცა მოედანზე არავინ იყო. სამაგიეროდ, პატარა მარსელიტო ნებისმიერ დროს თავის ყველაზე დიდ ბედნიერებას განიცდიდა და ბურთს ათამაშებდა. როდესაც ბურთი გაქვს, არ შეიძლება ნერვიულობდე.. ამ დროს, ხალხიც არ გჭირდება, რომ ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მიიღო.

1994 წლის ზაფხულში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ბრაზილიაში ამ საფეხბურთო დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ფრესკებიდან დაწყებული, ღობეებით დამთავრებული, ყველაფერს ლურჯი, მწვანე და ყვითელი შეფერილობა აქვს. რონალდოს შესახებ ისტორიებს ხშირად ვკითხულობდი. ერთ-ერთ ინტერვიუში წავაწყდი, რომ 1982 წელს, მუნდიალის წინ, მან ზიკოს ფრესკა შეღება. ჩემდაუნებურად, გამეღიმა...

მოკლედ, 6 წლის ვიყავი და რონალდოს სახეს ვღებავდი. ჩვენი გმირის გამოსახულებას, მაქსიმალური ყურადღებით ვუფრთხილდებოდით.

სიმართლე რომ ვთქვა, 1994-ში გამართული ფინალი კარგად არ მახსოვს, მაგრამ ჩემი გონებიდან არასდროს ამოვარდნილა ის ფაქტი, რომელზეც ახლა გესაუბრებით. ეროვნული ნაკრები სამშობლოში ბრუნდებოდა, როდესაც რომარიომ თვითმფრინავში, პილოტის კაბინიდან, ბრაზილიის უზარმაზარი დროშა გადმოაფრიალა. შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მსოფლიო დავიპყარით.

რომარიოს ჟესტმა თავდაჯერებულობა და სიამაყე შემმატა. ვფიქრობდი: "ღმერთო, ერთ დღეს მეც ასე უნდა მოვიქცე"

ამ იდეის განხორციელება სხვადასხვა მიზეზთა გამო ერთი შეხედვით შეუძლებელი იყო. პირველ რიგში, ბრაზილიაში მცხოვრები 200 მილიონი ადამიანიდან, თითოეულის ოცნება ერთგვარია. (მოხუცებისაც კი) ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მე არა ფეხბურთით, არამედ ფუტსალით ვიყავი დაკავებული.
საფეხბურთო კლუბში ჩარიცხვა პირველ რიგში ფინანსებს მოითხოვს. საბედნიეროდ, ბაბუაჩემმა ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ ჩემი ოცნებისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადამედგა.
"ჰეი, შემომხედე. ჯიბეში ერთი დოლარიც არ მაქვს, მაგრამ ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც ნებისმიერი Motherf*****! " - ბაბუას ტრადიციული ფრაზა, რომელსაც ყოველთვის ერთი დიდი სიამოვნებით ამბობდა.

ვარჯიშებზე ვოლკსვაგენით დავყავდი, რომელიც ჩემი აზრით, 1969 წელს იყო გამოშვებული. 8-9 წლის ასაკში, ვარჯიშებზე წასვლა-წამოსვლისთვის საჭირო საწვავის, ლანჩისა და სხვა დეტალებისთვის საჭირო თანხა, იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამის გადახდის საშუალება ჩვენ გვქონდა. ბაბუამ ვოლკსვაგენი გაყიდა და მიღებული თანხით, ჩვენი ბილეთები უზრუნველყო, რომლის საშუალებით იმ დროიდან, ავტობუსით გადავაადგილდებოდი.

"ჩემი შვილიშვილი რიოში საუკეთესოა. მაგიური, შეუჩერებელი და გენიალურია" - ბაბუას ასეთი დამოკიდებულება მოტივაციას ერთიორად მიმაღლებდა.

მამაჩემი ჩემი თამაშების ხილვით განებივრებული არ იყო. ფაქტობრივად სულ, ის მუშაობდა. ბაბუაჩემი კი მას ჩემს "განასკუთრებულობაში" ყოველთვის არწმუნებდა.

12 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუაჩემი ვარჯიშზე მანქანით, კერძოდ ნარინჯისფერი ვოლკსვაგენით მოვიდა. მან მითხრა, რომ სახლში დასაბრუნებლად ავტობუსი საჭირო აღარ იყო. როგორც შემდეგ გავარკვიე, ბაბუამ "ცხოველების ლატარიაში" ფული მოიგო (ზუსტად რამდენი არ ვიცი), რომლის საშუალებითაც ახალი მანქანა იყიდა. ამის დახმარებით, ნებისმიერ ადგილზე წასვლა უკვე შესაძლებელი იყო.

15 წლისას, "ფლუმინენსეს" ახალგაზრდულ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომეცა. გზის პრობლემა ჯერ კიდევ არ იყო მოგვარებული. სახლიდან, 2 საათის დაშორებით, ყოველდღე ვარჯიშზე წასვლას ვერ შევძლებდი. საბოლოოდ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ საერთო საცხოვრებელში დავრჩენილიყავი. ოჯახისგან შორს ყოფნა იოლი არ იყო, თუმცა ის ფაქტი, რომ რიოში დაბრუნება კვირაობით შემეძლო მახარებდა.

თავს ისე ვგრძნობდი, როგორც მონა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. ეს გრძნობა მაშინ მიღვივდებოდა, როცა სახლში დაბრუნების დროს, სანაპიროზე მოთამაშე ბედნიერ ბიჭუნებს შევცქეროდი. ერთ დღეს ბაბუას ვუთხარი: "მორჩა, აღარ მინდა აქ, სახლში ვბრუნდები"

- არა, არა. შენ ამას არ გააკეთებ. ნუთუ ამდენი ბრძოლის შემდეგ, ასე მარტივად შეგიძლია დანებდე?
- ახალგაზრდობას ვკარგავ. სათამაშო დრო არ მაქვს.
- სიმშვიდე შეინარჩუნე. ახლა დანებება არ შეგიძლია. ერთ დღეს, "მარაკანაზე" ითამაშებ და მე ამ შეხვედრას აუცილებლად დავესწრები.


ბაბუას სიტყვებმა ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა. მისმა ცრემლებმა ჩემი გადაწყვეტილების სიმცდარეში დამარწმუნა.

2 წლის შემდეგ კი "ფლუმინენსეს" პირველ გუნდთან ერთად, "მარაკანას" გასახდელში ველოდებოდი შეხვედრის დაწყებას.. მან ყოველთვის იცოდა, რომ მე ამის გაკეთება შემეძლო.

18 წლის ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ჩემი შეძენით "ცსკა" და "სევილია" ინტერესდებოდნენ. "სევილია" ამ დროს დაფრინავდა. ესპანეთში ბევრი ბრაზილიელი თამაშობდა. ერთ დღეს კი აგენტი მეუბნება:
- "გინდა მადრიდის "რეალში" თამაში?
- რა თქმა უნდა.
- მაშინ მადრიდში მივფრინავთ. ჩაალაგე ბარგი და ახალი ცხოვრების დასაწყებად მოემზადე"

ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია


რამდენიმე კვირის შემდეგ, პორტო ალეგრეში თამაში მქონდა. ჩვენს სასტუმროში მადრიდის "რეალის" წარმომადგენელი მოვიდა, რომელსაც პირადად შევხვდი.
- "შეყვარებული გყავს? - მეკითხება ის.
- ოჰ, რა თქმა უნდა.
- ვისთან ერთად ცხოვრობ?
- ბაბუასთან.

ყველაზე საკვირველი ის იყო, რომ ამ კაცს მადრიდის "რეალთან" ერთი შეხედვით არაფერი ჰქონდა საერთო. ოფიცალურობის თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ერთი ჩვეულებრივი ხუმრობა მეგონა.

ორი დღის შემდეგ კი შევიტყვე, რომ მადრიდის "რეალში" სამედიცინო შემოწმებაზე მელოდებოდნენ.

18 წლის ასაკში, ბრაზილია დავტოვე. მადრიდში ჩავფრინდი და "რეალში" ჩასარიცხად ვემზადებოდი. მაგიდაზე კონტრაქტი დავინახე, რომელსაც ხელი დაუფიქრებლად მოვაწერე.

ვერ ვხსნიდი იმ ყველაფერს, რაც ჩემ ირგვლივ ხდებოდა. ჩემი კერპის, რობერტო კარლოსის კუთვნილ ადგილზე უნდა მეთამაშა. ამის დაჯერება არ შემეძლო. ემერსონი, რონალდო, კარლოსი, რაული, ბექჰემი, კასილასი, კანავარო... ვარსკვლავების გვერდით მომიწევდა ყოველდღიური ცხოვრების გატარება.

"რეალი" განსაკუთრებული გუნდია, კარლოსმა კი ჩემ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩნა. ის მოვიდა ჩემთან, ნომერი დამიტოვა და მითხრა: "თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია დამირეკო"

პირველი შობა, რომელსაც მადრიდში შევხვდი ძალიან სასიამოვნო გამოდგა. ცოლთან ერთად, რობერტო კარლოსმა საკუთარ სახლში მიმიწვია. ერთ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელთა შორის, ასეთი ურთიერთობა რთულად თუ წარმოსადგენია, თუმცა ეს კარლოსია. ნამდვილი კაცის უცვლელი მაგალითი.

კანავაროსთან თამაში ერთი დიდი სიამოვნება იყო. შეტევაში წასვლა ყოველთვის მიყვარდა ის კი მეუბნებოდა: "ჰეი, მარსელო, შეგიძლია წინ წახვიდე. დანარჩენი ყველაფერი მე მომანდე"
სწორედ ასეთია კაზემიროც. ის ჩემი მშველელია. ამ ბიჭთან ერთად, ვფიქრობ, რომ 45 წლამდე თამაშს თავისუფლად შევძებ.

ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია


მადრიდის "რეალში" ჩემი საფეხბურთო ინტელექტი განვითარდა. პირველი სეზონის შემდეგ, დირექტორს შევხვდი, რომელმაც მაცნობა, რომ არენდით სხვა კლუბში უნდა მეთაშა. მაშინვე მივხვდი, თუ რა ჩანაფიქრი ჰქონდა მადრიდულ კლუბს, თუმცა ვფიქრობდი, რომ თუ ახლა დავტოვებდი "რეალს", უკან აღარასდროს დავბრუნდებოდი.
- თუ ამ წინადადებას არ დავთანხმდები, კლუბს ავტომატურად დავტოვებ?
- დიახ, ზუსტად. ვფიქრობთ, რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა გჭირდება.
- გამოცდილებას მადრიდშიც მივიღებ" - მადლობა გადავუხადე და კაბინეტიდან გამოვედი.

არდადეგებზე, ბრაზილიაში დაბრუნებისას ბაბუას ვესტუმრე, რომლის კაბინეტი ჩემი ფოტოებით გადაჭედილი დამხვდა. როგოგრც ადრე, ის გაზეთებიდან ფოტოების ამოჭრასა და "საჯაროდ გამოფენას" არ ერიდებოდა.

კაბინეტში ორი ფოტოს დამატება მსურდა: პირველი, როცა ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებას აღვნიშნავ და მეორე, მსოფლიო თასის მოგების შემდეგ, რომარიოს სტილში, თვითმფრინავიდან ბრაზილიის დროშას ვაფრიალებ.

2014 წელს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გვიწევდა თამაში. ჩემდა მოულოდნელად, მწვრთენლმა ბოლო 4 მატჩიანი ტრადიცია დაარღვია და სათადარიგოთა სკამზე დამტოვა. ზოგადად, ბაბუა ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.
რა შემიძლია ვთქვა? საშინლად გაბრაზებული და მოწყენილი ვიყავი. სათადარიგოთა სკამიდან შეხვედრას შევცქეროდი და ტრიუმფის მოლოდინში, ამ იმედგაცრუებას არაფრად ვაგდებდი. 93-ე წუთზე, სერხიო რამოსმა გადაგვარჩინა. კაპიტანმა ბოლო წამზე ანგარიში გაათანაბრა.

დამატებით დროში მთავარმა მწვრთნელმა მე და ისკო გვიხმო. მოედანზე დიდი შემარებით შევედი. გაბრაზებული ვიყავი და მინდოდა, ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.
გოლი გავიტანე და თითქოს, გონება დამიბნელდა. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ვერაფერი მოვიფიქრე და გაოგნებულმა, ტირილი დაივწყე. ეს ნამდვილი სიგიჟე იყო.
10 წლის შემდეგ, ეს საოცარი თასი ჩემ განკარგულებაში იყო. La Decima - რიგით მე-10 მადრიდის "რეალის" ისტორიაში.

ნარინჯისფერი ვოლკსვაგენი, ბრაზილიის დროშა და ბოტაფოგოს პლაჟი - მარსელოს უცნობი ისტორია


ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგ, ბაბუა რიოში გარდაიცვალა. ამაყი ვარ, რომ მან ჩემი ტრიუმფი იხილა. ვამაყობ, რომ მან ჩემპიონთა ლიგის თასით ხელში მიხილა.
მადრიდში გატარებული თითოეული დღე ნამდვილი დღესასწაულია. ვარჯიშზე წასვლისას, მანქანის პარკირების დროსაც კი, განვიცდი იმას, რაც დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

ახლა, ერთი მისია კიდევ მაქვს შესასრულებელი.

2018 წელს მუნდიალი გველოდება. მწამს, რომ ბრაზილიის დაბრუნება უმაღლეს დონეზე შეგვიძლია. ტიტესთან, ჩვენს მენეჯერთან ერთად, ამის პოტენციალი გვაქვს.
როდესაც ის ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს, მითხრა: "არ დაგპირდები რომ აუცილებლად დაგირეკავ, მაგრამ ნაკრებში მოწვევის შემთხვევაში, ითამაშებ ჩვენთვის?"
"პროფესორო, ნუთუ ფიქრობ, რომ ტრადიციას ვუღალატებ? ნაკრებში მას შემდეგ ვთამაშობ, რაც 17 წლის გავხდი. არც 20 საათიანი ფრენები დავიშურე იმისთვის, რომ აქ მეთამაშა" - ვუპასუხე მას.

ტიტეს ზარმა ძალიან გამახარა. პირველად მოხდა, როცა ნაკრებში მიწვევა თავად მენეჯერისგან შევიტყვე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კაბინეტში მარსელოს კიდევ ერთი ფოტო დაემატოს, რომელსაც ხელში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს თასი უჭირავს...

სპეციალურად GOAL.GE-სთვის, გიორგი მრელაშვილი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები