გვარდიოლა: "ტიტულისთვის მანჩესტერი და ჰარი კეინი გვებრძვიან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გვარდიოლა: "ტიტულისთვის მანჩესტერი და ჰარი კეინი გვებრძვიან"


გვარდიოლა:

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ მისი გუნდის პრემიერ ლიგის მოგების შანსები შეაფასა და კეინზე ორიგინალური განცხადებაც გააკეთა.

"ჯერ სეზონი ახლა დაიწყო და ვერაფერს ვიტყვი, გასულ სეზონში, ჩელსიმ ზედიზედ 13 მატჩი მოიგო და ვფიქრობ, მათი ჩამოწერა ნაადრევია.

ასევე, ტიტულისთვის მანჩესტერ იუნაიტედი და ჰარი კეინიც იბრძვიან, რომლებიც თითო თამაშში 2-3 გოლს იტანენ ხოლმე.

ჩელსისთან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. ისინი კარგ, სწრაფ და ტაქტიკურ თამაშს გვთავაზობდნენ", - აცხადებს გვარდიოლა.

ამჟამად, პრემიერ ლიგის ცხრილს ორი მანჩესტერული კლუბი - "სიტი" და "იუნაიტედი" 19-19 ქულით ლიდერობს. კეინი კი სასწაულ ფორმაშია და სექტემბერში 13 გოლი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები