კურიოზული ფაქტი კამპ ნოუზე » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კურიოზული ფაქტი კამპ ნოუზე


კურიოზული ფაქტი კამპ ნოუზე

დღეს, "კამპ ნოუზე" სახალისო ფაქტი დაფიქსირდა.

მაშინ, როდესაც სტადიონის ტრიბუნებზე 90 000-მდე ქომაგი იმყოფება, იშვიათია შემთხვევა, რომ მოედანზე ქომაგი შეიჭრას.

დღეს, ტრიბუნები სრულიად ცარიელი იყო, თუმცა უცნობი პიროვნება პირდაპირ მოედანზე აღმოჩნდა.

კატალონიის რეფერენდუმის გამო ქალაქებში არეულობაა. "ბარსელონამ" მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა ცარიელ სტადიონზე ჩაეტარებინა, რადგან ექსცესები თავიდან აეცილებინა.

"ლას პალმასთან" შეხვედრაში "კამპ ნოუ" ცარიელი იყო, თუმცა ერთი ქომაგი მაინც მოინახა, რომელიც პირდაპირ მოედანზე შევარდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები