დღეს, რეალის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დღეს, რეალის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა


დღეს, რეალის შემადგენლობაში ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა

ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში "რეალი" "ესპანიოლს" ხვდება.

ცნობილია, რომ დანი კარვახალი თავს კარგად ვერ გრძნობს, რის გამოც მის ნაცვლად ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში აჩრაფ ჰაკიმი დააყენა.

დანილოს გუნდიდან წასვლის შემდეგ, სწორედ ის გახდა დანი კარვახალის შემცვლელი.

18 წლის მაროკოელი "სამეფო კლუბის" აღზრდილია და ის 2006 წლიდან "ვალდებაბაზე" იზრდებოდა.

2017 წელს, ჰაკიმი პირველ გუნდში ზინედინ ზიდანმა გადაიყვანა, დღეს კი პირველად თამაშობს ლა ლიგაში, ძირითად შემადგენლობაში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები