ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა


ესპანეთის ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში "ბარსელონამ" "ლას პალმასი" მიიღო და მეტოქე 3:0 დაამარცხა.

"კამპ ნოუ" 90 წუთის განმავლობაში სრულიად ცარიელი იყო. ამის გადაწყვეტილება, თავად გუნდის ადმინისტრაციამ მიიღო.

კატალონიაში რეფერენდუმს არეულობა მოჰყვა და გუნდში შიშობდნენ, რომ ტრიბუნებზე ქომაგებს ვერ გააკონტროლებდნენ, რის გამოც მატჩის გადადებასაც ითხოვდნენ, თუმცა უარი მიიღეს.

ამრიგად, ლა ლიგის 89-წლიანი ისტორიის განმავლობაში, პირველად მოხდა, რომ შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართა.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მატჩის გარკვეული დროის განმავლობაში ყოფილიყო სტადიონი ცარიელი, თუმცა 90 წუთის განმავლობაში ტრიბუნები ცარიელი პირველად იყო.

3-ჯერ მოხდა, რომ ტრიბუნებზე ინციდენტის გამო ქომაგები სტადიონს გარეთ გაიყვანეს.

1. გრანადა - მალიორკა, 2012 წელი

2. ოსასუნა - რეალი, 1989 წელი

3. ვალენსია - სარაგოსა, 1976 წელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები