ისკო: "რეალს გოლების გატანა უჭირს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ისკო: "რეალს გოლების გატანა უჭირს"


ისკო:

"რეალის" ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესპანეთის ჩემპიონატში "ესპანიოლთან" (2:0) გამართულ შეხვედრაში თავისი თამაშით კმაყოფილი დარჩა.

მადრიდელთა მხრიდან ორივე ბურთი სწორედ ისკოს ანგარიშზეა.

"მნიშვნელოვანი მატჩი იყო, რადგან სახლში გამარჯვება ძალიან გვინდოდა", - ციტირებს "სამეფო კლუბის" შუახაზელის სიტყვებს AS.

"კმაყოფილი ვარ იმით, რომ სამი მომენტი მქონდა და ორი გოლი გავიტანე. ვიმედოვნებ, ეს დადებითი სერიის დასაწყისია".

"ამჟამად გოლების გატანა გვიჭირს, თუმცა ბევრ მომენტს ვქმნით. ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობის გაგრძელებაა საჭირო", - დასძინა ისკომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები