იტალიის ნაკრებში დე როსისა და პელეგრინის ნაცვლად კრისტანტე და გალიარდინი გამოიძახეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იტალიის ნაკრებში დე როსისა და პელეგრინის ნაცვლად კრისტანტე და გალიარდინი გამოიძახეს


იტალიის ნაკრებში დე როსისა და პელეგრინის ნაცვლად კრისტანტე და გალიარდინი გამოიძახეს

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ "რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ეგიდით მაკედონიასთან და ალბანეთთან გასამართ შეხვედრებში ვერ ითამაშებს.

გარდა ამისა, ასევე ტრავმის გამო "სკუადრა აძურას" ჰავბეკი, ლორენცო პელეგრინიც დააკლდება.

ზემოთნახსენები ორი ფეხბურთელის ადგილას იტალიის ნაკრებში ბრაიან კრისტანტე და რობერტო გალიარდინი გამოიძახეს.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ მატჩებში "პსჟ"-ს ჰავბეკი, მარკო ვერატიც არ იქნება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები