ძაძას მამა: "ჩემი ვაჟი ნაკრებს მიღმა დარჩენით იმედგაცრუებულია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ძაძას მამა: "ჩემი ვაჟი ნაკრებს მიღმა დარჩენით იმედგაცრუებულია"


ძაძას მამა:

"ვალენსიას" თავდამსხმელის, სიმონე ძაძას, მამა იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის არჩევანს გამოეხმაურა.

"სკუადრა აძურას" გამოცდილმა დამრიგებელმა, ჯანპიერო ვენტურამ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო თამაშებისთვის შემადგენლობა გამოიძახა, რომელშიც სიმონე ძაძა ვერ მოხვდა.

"მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ, მან თავისი არჩევანი გააკეთა, მაგრამ სიმონე იმედგაცრუებლი დარჩა. "ვალენსიაში" მას ყველაფერი კარგად მისდის და ვფიქრობ, ვენტურას ამაზე ყურადღება უნდა გაემახვილებინა", - განაცხადა ანტონიო ძაძამ.

ძაძამ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 ჩატარებულ მატჩში 6 ბურთის გატანა მოახერხა და მართლაც ჩინებულ ფორმაშია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები