რონალდუს ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი - სტატისტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუს ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი - სტატისტიკა


რონალდუს ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი - სტატისტიკა

2017-2018 წლების სეზონი, ლა ლიგაში კრიშტიანუ რონალდუსთვის ყველაზე უარესად დაიწყო.

უკვე 7 ტური გავიდა და მას ჯერ 1 გოლიც არ აქვს გატანილი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პორტუგალიელმა დისკვალიფიკაციის გამო 4 ტური გამოტოვა, თუმცა მან ვერც დანარჩენ 3 მატჩში შეძლო გოლის გატანა.

მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, რომ რონალდუს ლა ლიგის პირველ 3 შეხვედრაში, გოლი არ ჰქონოდა გატანილი.

წარმოგიდგენთ კრიშტიანუს სტატისტიკას ლა ლიგაში სეზონების მიხედვით.

2009 წელს მან პირველივე შეხვედრაში გაიტანა (34 წუთზე), 2010 წელს მე-3 შეხვედრაში, 2011 წელს კვალვ პირველივე შეხვედრაში.

1. 2009-2010 - 34 წუთი

2. 2010-2011 - 255 წუთი

3. 2011-2012 - 23 წუთი

4. 2012-2013 - 205 წუთი

5. 2013-2014 - 224 წუთი

6. 2014-2015 - 89 წუთი

7. 2015-2016 - 186 წუთი

8. 2016-2017 - 6 წუთი

9. 2017-2018 - 270 წუთი - კვლავ 0 გოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები