რომარიო: "მე 1000 გოლი გავიტანე. რონალდუმ და მესიმ არა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომარიო: "მე 1000 გოლი გავიტანე. რონალდუმ და მესიმ არა"


რომარიო:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყოფილი თავდამსხმელი, რომარიო აცხადებს, რომ კრიშტიანუ რონალდუსა და ლეო მესის კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობით ჯობნის.

51 წლის ფორვარდის აზრით, 1000 გოლამდე მიღწევა არგენტინელსა და პორტუგალიელს გაუჭირდებათ.

"დიახ, რონალდუმ და მესიმ ბევრი "ოქროს ბურთი" მოიგეს", - ციტირებს რომარიოს სიტყვებს GloboEsporte.

"თუმცა, ყალბი თავშეკავებით, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მე უფრო მეტი გავიტანე, ვიდრე მათ. ორივემ ერთად ჩემი ციფრები დაამხეს, თუმცა თითოეულ მათგანს ამის გაკეთება გაუჭირდება".

"1000 გოლი გავიტანე. მათ კი არა", - დასძინა ბრაზილიელმა.

ცნობისთვის, რომარიოს ანგარიშზე 1003 გოლია. რონალდუს ანგარიშზე 612 ბურთი, ხოლო მესის - 579.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები