არსენალის ლეგენდამ დაასახელა მწვრთნელი, რომელმაც ვენგერი უნდა შეცვალოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალის ლეგენდამ დაასახელა მწვრთნელი, რომელმაც ვენგერი უნდა შეცვალოს


არსენალის ლეგენდამ დაასახელა მწვრთნელი, რომელმაც ვენგერი უნდა შეცვალოს

"არსენალის" ყოფილი თავდამსხმელი, იან რაითი მიიჩნევს, რომ "ბარნლის" მთავარი მწვრთნელი, შონ დაიჩი გადარჩენისთვის მებრძოლ გუნდზე მეტს იმსახურებს.

ლონდონელთა ლეგენდის აზრით, ვენგერმა პერსპექტიულ სპეციალისტს ადგილი უნდა გაუთავისუფლოს.

"ჩემი აზრით, დაიჩი სწორედ ისაა, რომელიც დროა შემდგომ დონეზე გადავიდეს", - ციტირებს რაითის სიტყვებს BBC.

"მან ის კლუბი უნდა ჩაიბაროს, რომელიც ევროთასებზე რეგულარულად ასპარეზობს. "ევერტონი" მისთვის კარგი ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, ვფიქრობ, იგი იმდენად კარგია, რომ "არსენალი" უნდა გაწვრთნას".

"მიუხედავად ამისა, არამგონია ვენგერის ადგილი დაუთმონ", - დაამატა იანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები