რაფინია ალკანტარა ოპერაციის შემდეგ კიდევ ორ თვეს იუქმებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რაფინია ალკანტარა ოპერაციის შემდეგ კიდევ ორ თვეს იუქმებს


რაფინია ალკანტარა ოპერაციის შემდეგ კიდევ ორ თვეს იუქმებს
"ბარსელონას" ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა მარჯვენა ფეხის მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს, იუწყება Marca.

ართროსკოპიულმა ოპერაციამ 1 ოქტომბერს ჩაიარა, აპრილში 24 წლის ფეხბურთელს მსგავსი ქირურგიული ჩარევა უკვე გადატანილი ჰქონდა.

ცნობისთვის, რაფინიამ ტრავმა აპრილში მიიღო და მას შემდეგ აღდგენით პროცესებს გადის.

სავარაუდოდ, ალკანტარა კატალონიელებს 2018 წლის დასაწყისში შეუერთდება.

2016/17 წლების სეზონში ფეხბურთელმა 18 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები