მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილთან მოლაპარაკებებს დაიწყებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილთან მოლაპარაკებებს დაიწყებს


მანჩესტერ იუნაიტედი ზამთარში ოზილთან მოლაპარაკებებს დაიწყებს

"არსენალის" ნახევარმცველი, მესუთ ოზილი ზაფხულში შეიძლება "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს, იუწყება The Independent.

"წითელი ეშმაკუნები" იანვარში 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე გეგმავენ მოლაპარაკებების დაწყებას.

"ემიუს" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ჰავბეკის დათანხმებას შეძლებს, რადგან "რეალში" ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად მუშაობდნენ.

ოზილს "არსენალთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება. არსებული ინფორმაციით, ახალ ხელშეკრულებაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, თავად ფეხბურთელსაც არ უნდა კლუბში დარჩენა.

მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ინგლისის პრემიერ ლიგაში ხუთი მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები