ვან დეიკმა ლივერპულში ჩაშლილ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
თარიღი: ოქტომბერი 3, 2017, 19:29
"საუთჰემპტონის" მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა გასულ ზაფხულს "ლივერპულში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, გადასვლა და ნაბიჯის წინ გადადგმა მსურდა. თუმცა, "საუთჰემპტონმა" ამის გაკეთების საშუალება არ მომცა".
"მიუხედავად ამისა, ამას არ ვუჩივი. პროფესიონალი ვარ და სამუშოს დავუბრუნდი".
"ვნახოთ, რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი ზამთარში", - თქვა ვან დეიკმა Liverpool Echo-სთან საუბრისას.
ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ -
LIVESCORE