"მამაჩემი გუნდში ფორმებს ამზადებდა", - როგორ დაიწყო რონალდუს კარიერა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მამაჩემი გუნდში ფორმებს ამზადებდა", - როგორ დაიწყო რონალდუს კარიერა?



კრიშტიანუ რონალდუმ მის ყოფილ თანგუნდელთან რიო ფერდნიანდთან გადაცემის ფორმატში ისაუბრა.

პორტუგალიელმა თავისი საფეხბურთო კარიერის პირველი წლები გაიხსენა.

"მამაჩემი საფეხბურთო კლუბ "ანდორინჰასთვის" ფორმებს ამზადებდა და ის მაგულიანებდა, რომ ამავე კლუბის ახალგაზრდულ შემადგენლობაში მეთამაშა.

ვიცოდი, რომ ამით ის იამაყებდა და ამიტომ წავედი.

დიახ, მართალია, რომ ამ პერიოდში ჩემს ოჯახს არც თუ ისე დიდი ფინანსები ჰქონდა. მადეირაში ცხოვრება, იმ პერიოდში იოლი არ იყო.

პირველად, ძველი ბუცებით მიხდებოდა თამაში ან ჩემი ძმის ბუცებს ვიყენებდი. ამის შემდეგ, ბიძაშვილისგან ვისესხე. როდესაც ბავშვი ხარ, ფულზე ნაკლებად ფიქრობ.

როდესაც 11 წლის ვიყავი, მადეირადან "სპორტინგის" აკადემიაში წავედი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, რაც ძალიან კარგად მახსოვს", - განაცხადა რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები